დონარუმა ბუფონს ემადლიერება
Aa
Aa

დონარუმა ბუფონს ემადლიერება

იტალიის ნაკრებისა და "მილანის" თინეიჯერი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა ვეტერან სეხნიას, ბუფონს ემადლიერება და თავის პირველ სრულ სანაკრებო მატჩზე შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

"ძალიან ბედნიერი ვარ მატჩის შედეგით. მიხარია, რომ სტარტზე გაშვებული გოლის შემდეგ, ერთიანობა შევინარჩუნეთ და თითოეულ მომენტზე მაქსიმალურ კონცენტრაციას ვახდენდით. 

ბუნებრივია, ამაყი ვარ, რომ ნაკრებში პირველი სრული თამაში ჩავატარე, თუმცა "ჯიჯი" ჯერ ისევ აქაა. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საჭირო რჩევებისა და მხარდაჭერისათვის. ნაკრების მაისურის ტარება ჩემთვის საამაყოა. 

ბუფონმა მითხრა, რომ მოვშვებოდი, თავისუფლად მეთამაშა და ის მეჩვენებინა, რაც ვიცოდი. 

ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ყოფნა. ვაგრძელებ შრომას და ვცდილობ ყოველდღიურად განვვითარდე, რადგან სწავლა ზედმეტი არასდროსაა. ნებისმიერი რჩევა, რომელსაც ვისმენ, გონებაში ილექება და პერიოდულად მეხმარება. 

ბრწყინვალე საღამო იყო და ის არასდროს დამავიწყდება, თუმცა ამიერიდან უკვე "პესკარასთან" მატჩზე ვფიქრობ. 

ამ დღეს ჩემ ოჯახსა და მეგობარ გოგონას ვუძღვნი". - განაცხადა 18 წლის დონარუმამ.

გეტყვით იმასაც, რომ გუშინდელი მატჩის განაცხადში ორი "ჯიჯის" გარდა, კიდევ ერთი მეკარე - 20 წლის ალექს მერეტი იყო. იგი ამჟამად სერია ბ-ს კლუბ "სპალში" თამაშობს და უდიდეს ტალანტად ითვლება. მერეტი "უდინეზეს" საკუთრებაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები