Aa Aa
14 სექტემბერი 2021  |  20:30

"შარშანდელი შედეგი არაფერს ნიშნავს" - ანჩელოტი ინტერთან მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. გულშემატკივრებს პირველივე ტურში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ელოდებათ. „ინტერი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„გუნდი კარგ ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია და „რეალის“ თამაშს მთელი მსოფლიო ელოდება. გვინდა, რომ თამაში გავაუმჯობესოთ. ახლა ჩვენ „ინტერის“ წინააღმდეგ გვიწევს თამაში. მათ ბირთვი შეინარჩუნეს, თუმცა ახალი მწვრთნელი ჰყავთ. გვინდა, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩემპიონთა ლიგა „ბლანკოსისთვის“ ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირი იყო.

ჩემპიონთა ლიგა ჩემთვისაც განსაკუთრებულია. ფეხბურთელის რანგში 2-ჯერ მოვიგე და სამწვრთნელო კარიერაში სამჯერ. უკანასკნელად ეს „რეალთან“ ერთად მოვახერხე და ალბათ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა. „რეალი“ იმ ფეხბურთს ითამაშებს, როგორსაც ყოველთვის თამაშობს.

ამ გუნდების შარშანდელი დაპირისპირება ახლა არაფერს ნიშნავს. ახლა სხვა დრო და სხვა სიტუაციაა. პრიორიტეტი 3 ქულაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვინისიუსმა საკმაოდ მოუმატა და მისი იმედი ყველას გვაქვს.“

ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირება

აღსანიშნავია, რომ „ინტერი“ და „რეალი“ გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად მოხვდნენ. „ბლანკოსმა“ ორივე შეხვედრა მოიგო და საბოლოოდ „ნერაძური“ ჯგუფში ჩარჩა. პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა და ზიდანის გუნდმა 3:2 იმარჯვა. მეორე კი იტალიაში. ამჯერად „სამეფო კლუბმა“ 2:0 მოიგო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში