Aa
Aa

"ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით" - პიოლი ლივერპულთან მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. პირველივე ტურში გულშემატკივრები საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ. „მილანი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, „როსონერის“ თავკაცმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა პიოლიმ?

„სეზონის დასაწყისმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ უნდა წაიყვანოს „მილანმა“ თამაშები. ჩვენი დონე გაიზარდა. „ლივერპულთან“ მატჩი ამის დასამტკიცებლად შესანიშნავი საშუალებაა. სამწუხაროდ იბრაჰიმოვიჩმა აქილევსის მყესი დაიზიანა და ვერ ითამაშებს. ეს რომ არ მომხდარიყო, აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა.

ზლატანს თამაში უნდა, მაგრამ ვერ გავრისკავთ. შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მივიდეთ. აბსოლუტურად ყველას უნდა იბრას თამაში. ასეთი ფაქტები ფეხბურთში ხშირად ხდება, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები. არჩევანს ჟირუსა და რებიჩს შორის გავაკეთებ.

„ლივერპულთან“ განსაკუთრებულად არ ვემზადებით. ჩვენი მომზადება ისეთია, როგორიც ყოველი მატჩის წინ. ინგლისური ფეხბურთი მიყვარს. მერსისაიდელებს კარგად ვიცნობ, ისინი პირადად შევისწავლე. მართალია, რომ ბევრ ჩემს ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშია, თუმცა სტადიონი ყოველთვის სტადიონია და აქ ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით.

რთული ჯგუფი შეგვხვდა და ადვილი თამაშები არცერთ შემთხვევაში არ გველოდება. ჩვენ, ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. გვინდა, რომ ხვალ ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი წარმატებით გადავშალოთ. გპირდებით, ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ, 100 %-ით მზად იქნებიან.“

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე 2013/2014 წლების სეზონის შემდეგ აღარ ყოფილა. სტეფანო პიოლის კი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დებიუტი აქვს. „ლივერპულისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 15 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები