Aa Aa
14 სექტემბერი 2021  |  16:01

ჰიონესი: "ბარსა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი აღარ არის"

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. პირველივე ტურში გულშემატკივრები „ბარსელონას“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებას იხილავენ. ცნობილია ის ფაქტი, რომ კატალონიურ გრანდში ფინანსური კრიზისია. ამის გამო კი გუნდიდან ლეო მესი წავიდა.

„რეკორდმაისტერის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა რონალდ კუმანის გუნდზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

რა თქვა ჰიონესმა?

„ბარსელონა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი აღარ არის. ისინი ფაქტობრივად გაკოტრებულები არიან. კატალონიელები გერმანიაში, რომ თამაშობდნენ უკვე დიდი ხნის წინ ბანკნოტები იქნებოდნენ.

ერთხელ დავიდ ალაბამ მითხრა, რომ მისი ოცნება „ბარსელონაში“ თამაში იყო. მე მას ვკითხე ვისთან უნდოდა მუშაობა, ნორმალურ პრეზიდენტთან თუ გუნდის გამაკოტრებელ ადმინისტრატორთან?

ეკონომიკური პრობლემების გარდა, ბარსამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაყიდა და „ბაიერნთან“ ფავორიტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება. ჩემი გუნდი „ბლაუგრანას“ აუცილებლად დაამარცხებს.“

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება

„ბარსელონას“ და „ბაიერნის“ უკანასკნელი დაპირისპირება 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე გაიმართა და „რეკორდმაისტერმა“ „ბლაუგრანა“ 8:2 გაანადგურა. ამ მატჩს კი კიკე სეტიენის პოსტი შეეწირა. ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი კი 14 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში