Crystalbet-ის მფლობელი უეფას ოფიციალური პარტნიორი გახდა
Aa
Aa

Crystalbet-ის მფლობელი უეფას ოფიციალური პარტნიორი გახდა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემბლინგ კომპანია bwin-ი უეფას ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

კონტრაქტის მიხედვით bwin-ი უეფას პარტნიორი მომდევნო სამი წლის განმავლობაში იქნება.

ეს პარტნიორობა ადასტურებს bwin-ის პოზიციას, როგორც მსოფლიოში ლიდერს პასუხისმგებელ სპორტულ ფსონებში და უზრუნველყოფს ბრენდის თვალსაჩინო ყოფნას რეგულირებულ ფსონების ბაზრებზე მთელს მსოფლიოში.

პარტნიორობა აჩვენებს bwin-ისა და მისი მფლობელი კომპანიის, Entain plc-ის, გლობალური სპორტული ფსონების სათამაშო და ინტერაქტიული გასართობი ჯგუფის ვალდებულებას ხელი შეუწყოს ფეხბურთს და პასუხისმგებელიან თამაშს მთელს მსოფლიოში.

ამ სეზონში უეფას 55 წევრიდან 35-ს ხსენებული ორი წამყვანი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 64 გუნდი ჰყავს წარმოდგენილი და ამ პარტნიორობის ფარგლებში მატჩები მთელს მსოფლიოში გადაიცემა.

როგორც ოფიციალური ბეთინგ პარტნიორი, bwin-ი ორივე ტურნირზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი.

პარტნიორობის უმთავრესი ელემენტი იქნება bwin-ის ხელმისაწვდომობა და უეფას მხარდაჭერა ჩაწყობილ მატჩებთან ბრძოლის წინააღმდეგ. სპორტის სამართლიანობის შესანარჩუნებლად.

პარტნიორობის აღსანიშნავად, bwin-მა გამოუშვა ახალი ვებ გვერდი betresponsibly.info, რომელიც ხაზს უსვამს იმ ინსტრუმენტების სპექტრს, რომლითაც bwin-ი უზრუნველყოფს კლიენტებს, გააკონტროლონ თავიანთი თამაში და ხელი შეუწყონ bwin-სა და მფლობელი კომპანია Entain-ის უფრო უსაფრთხო სათამაშო ინიციატივებს.

სასპონსორო უფლებები ასევე ითვალისწინებს ორივე ტურნირის კონტენტისა და ვიდეოჩანაწერების ხელმისაწვდომობას და მათ გამოყენებას bwin-ის პირად პლატფორმებზე, ასევე ბილეთებზე წვდომას და მატჩებზე დასწრებისას გულთბილ მასპინძლობას, რომელიც bwin-ს შეუძლია გამოიყენოს თავისი მომხმარებლებისთვის წარმოუდგენელი გამოცდილებისა და გართობის შესაქმნელად.

სტეფან ჰეილმანი, Entain Digital Europe-ის მმართველი დირექტორი:

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ უეფას ევროპის ლიგისა და უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ოფიციალური პარტნიორი სხვა მსხვილ საერთაშორისო ბრენდებთან ერთად. პარტნიორობა მოგვცემს უამრავ საინტერესო შესაძლებლობას გავაუმჯობესოთ ჩვენი შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვის, შევქმნათ უნიკალური ახალი გამოცდილებები და კონტენტი. ის ასევე უზრუნველყოფს bwin-ის უზარმაზარ პლატფორმას, რათა მიაღწიოს მეტ მომხმარებლებამდე სპორტის დარეგულირებულ ბაზრებზე მთელს მსოფლიოში, რაც ხაზს უსვამს ჩვენი საუკეთესო პროდუქტისა და ყველაზე საპასუხისმგებლო გარემოს უპრეცედენტო კომბინაციას, რომელშიც ფსონი უნდა განთავსდეს“.

გაი-ლორან ეპშტეინი, უეფას მარკეტინგის დირექტორი:

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ bwin-ი გახდა ჩვენი ერთ-ერთი ტურნირის პირველი ოფიციალური ბეთინგ პარტნიორი. როგორც ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს თავის გულშემატკივრებთან კონტაქტს, ფეხბურთის და კლუბებისადმი მათ ვნებას მთელ ევროპაში, bwin-ი შესანიშნავად ერგება ჩვენ ტურნირებს.

Bwin-თან პარტნიორობა უეფას საშუალებას აძლევს უფრო ღიად ჩაერთოს ბეთინგ ფსონების სექტორში, რაც უფრო მეტ წვდომას მისცემს ბაზრის გამოსაკვლევად და მხარდასაჭერად, როგორც სამართლიანი სპორტის, ასევე კომერციული თვალსაზრისით.

Bwin-ი არის მსოფლიო ლიდერი სამართლიან სპორტულ ფსონებში, ფეხბურთში პარტნიორობის მდიდარი და ხანგრძლივი ტრადიციით, კლუბების, ფედერაციებისა და ტურნირების მხარდამჭერი მსოფლიოში. მათი დიდი გამოცდილება სპონსორობის აქტივობებთან ერთად შეუფასებელი წვლილი იქნება ორივე ტურნირისთვის“.

Entain-ი და bwin-ი სანაკრებო ფეხბურთს დიდი ხანია მხარს უჭერენ. გერმანიაში, bwin-ი გახდა პირველი ბეთინგ პროვაიდერი, რომელიც გახდა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის (DFB) ოფიციალური ბეთინგ პარტნიორი, 2019 წლის იანვარიდან. ეს მოიცავს სარეკლამო პარტნიორობას DFB თასთან, ასევე ეროვნულ ნაკრებებს, პლუს ამას 2022 წლის ზაფხულამდე ქალთა ბუნდესლიგასა და მე-3 ლიგას. გარდა ამისა, გერმანიაში არის „დორტმუნდის“, „კიოლნის“, „უნიონ ბერლინის“, „დინამო დრესდენისა“ და „ზანკტ პაულის“ სპონსორი.

პორტუგალიაში, 2006-2008 წლებში ლიგის სპონსორობის შემდეგ, bwin-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს და გახდა პრიმეირა ლიგის სპონსორი მიმდინარე სეზონში, რომელსაც მას შემდეგ ეწოდა Liga Portugal bwin. ბელგიაში არის ასევე სასპონსორო ხელშეკრულება, როგორც Jupiler Pro League-ის ბეთინგის ოფიციალური პარტნიორი.

ამ საფეხბურთო სპონსორობას ავსებს bwin-ის მონაწილეობა ბერძნულ კალათბურთში, როგორც პირეოსის „ოლიმპიაკოს“ საკალათბურთო კლუბის მთავარი სპონსორი და როგორც საკალათბურთო ევროლიგის ოფიციალური სპონსორი.

Bwin-ის შესახებ:

bwin არის სპორტული ფსონების წამყვანი ბრენდი Entain plc (LSE: ENT). გლობალური სათამაშო კომპანია, რომელიც მსოფლიო ბაზარზეა რეგისტრირებული.

Entain არის FTSE100 კომპანია და არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბეთინგისა და თამაშების ჯგუფი, რომელიც მოქმედებს როგორც ონლაინ, ისე საცალო სექტორში. ჯგუფი ფლობს დამკვიდრებული ბრენდების ყოვლისმომცველ პორტფელს: სპორტული ბრენდები მოიცავს bwin, Bet.pt, Coral, Crystalbet, Eurobet, Ladbrokes, Neds და Sportingbet. სათამაშო ბრენდები მოიცავს CasinoClub, Foxy Bingo, Gala, Gioco Digitale, Ninja Casino, Optibet, partypoker და PartyCasino.

ჯგუფი ასევე ჩაერთო ერთობლივ წარმოებაში MGM Resrot-თან ერთად, რათა გამოიმუშაოს სპორტული ფსონი და სათამაშო შესაძლებლობა აშშ-ში BetMGM-ის საშუალებით. Entain უზრუნველყოფს ტექნოლოგიას, რომელიც აძლიერებს BetMGM- ს და ექსკლუზიურ თამაშებსა და პროდუქტებს, რომლებიც სპეციალურად შემუშავებულია მის შიდა თამაშების სტუდიებში. ჯგუფი არის საგადასახადო რეზიდენტი დიდ ბრიტანეთში, ლიცენზიებით სულ 27 რეგულირებად ბაზარზე. Entain არის ლიდერი ESG-ში, FTSE4Good-ის წევრი, DJSI და არის AA შეფასებული MSCI-ს მიერ.

ფონდი Entain-ის მეშვეობით მხარს უჭერს სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ფოკუსირებულია უსაფრთხო აზარტულ თამაშებზე, მასობრივ სპორტზე, ტექნოლოგიების მრავალფეროვნებაზე და საზოგადოებრივ პროექტებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები