„დაამტკიცა, რომ უდიდესი ტალანტი აქვს
Aa
Aa

„დაამტკიცა, რომ უდიდესი ტალანტი აქვს" - ESPN მერაბ დვალიშვილზე წერს

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, ESPN-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც სექტემბერში ჩანიშნულ ბრძოლებს შეეხო. ESPN-ის ყურადღების ცენტრში მერაბ დვალიშვილიც მოექცა და გამოცემამ ქართველი მებრძოლის მომდევნო ჩხუბზე ისაუბრა.

„მერაბ დვალიშვილმა დაამტკიცა, რომ უდიდესი ტალანტი აქვს. ქართველი ჩქარობს და სურს, რომ უახლოეს მომავალში ცნობილ მებრძოლებს ეჩხუბოს და ჩემპიონი გახდეს. მარლონ მორაესთან გასამართი ბრძოლა დვალიშვილისთვის იდეალური შანსია.

მერაბს UFC-ში რთული სტარტი ჰქონდა და საწყისი 2 ბრძოლა წააგო. 2 მარცხის შემდეგ დვალიშვილმა ზედიზედ 6-ჯერ იმარჯვა და თავისი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში შესვლასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ჯერჯერობით ოქტაგონზე მეტოქე არ დაუფინიშებია.

UFC 266-ზე, რომელიც დვალიშვილის შანსი გახლავთ, მერაბი აგრესიული უნდა იყოს, რადგან ისეთი სტატუსის მქონე მებრძოლის დანოკაუტებამ, როგორიც მორაესია, შესაძლოა, დვალიშვილი საკმაოდ ძლიერი დივიზიონის ტოპ 5-ში შეიყვანოს და სატიტულო ბრძოლის მიღების შანსისკენ მიმავალ გზაზე დააყენოს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული. „მანქანამ“ 13-ჯერ იმარჯვა და 4-ჯერ დამარცხდა. დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა კოდი სტამანთან გამართა, რომელიც მაშინ დივიზიონის საუკეთესო 15 მებრძოლს შორის შედიოდა, მაგრამ ამერიკელმა მერაბის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და უშანსოდ დამარცხდა. მორაესს რაც შეეხება, მას კარიერაში 32 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 23 მოგება, 8 წაგება და 1 ფრეა. ბრაზილიელს საჩემპიონო ქამრის მოპოვება ჰენრი სეხუდოსთან ჩხუბისას შეეძლო, თუმცა ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები