ლეონიდ სლუცკიმ თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა და სახელად კვარა დაარქვა
Aa
Aa

ლეონიდ სლუცკიმ თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა და სახელად კვარა დაარქვა

ყაზანის მერი, ილსურ მეტშინი და „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ, რომლის სახელიც „მომეცი თათი“ გახლავთ. აქციი ფარგლებში, გორკის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, უსახლკარო ცხოველების თავშესაფარში მყოფ ძაღლებთან ერთად დრო გაატაროს და სურვილის შემთხვევაში ისინი სრულიად უფასოდ აიყვანოს.

მოსახლეობის წახალისება ცნობილმა ადამიანმებმა გადაწყვიტეს და მათ შორის „რუბინის“ თავკაციც გახლდათ. სლუცკიმ ერთ-ერთი ძაღლი აიყვანა და მას ხვიჩა კვარაცხელიას საპატივცემულოდ „კვარა“ დაარქვა.

„კვარა“ „რუბინის“ საწვრთნელ ბაზაზე იცხოვრებს და დროის ნაწილს ფეხბურთელებთან ერთად გაატარებს. სლუცკის თქმით, თუ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინს“ დატოვებს, ამ გზით, იგი გუნდში მაინც დარჩება და მის ნაცვლად ბაზაზე ეს „კვარა“ ირბენს.

სხვათა შორის, ძაღლებს ყველა საჭირო აცრა აქვთ გაკეთებული და აქციის ორგანიზატორები მზად არიან, მათი აყვანის მსურველებს სხვადასხვა საჩუქრები გადასცენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები