Aa Aa
10 აგვისტო 2021  |  00:30

''ძალიან კარგი ტექნიკა და ნათელი გონება აქვს'' - ურალის მწვრთნელმა გაგნიძე შეაქო

მოსკოვის ''დინამოდან'' ''ურალში'' განათხოვრებულმა ლუკა გაგნიძემ რუსეთის პრემიერ ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 18 წლის ტალანტის დებიუტი ''ნიჟნი ნოვგოროდთან'' შედგა, როცა მინდორზე მატჩის დასკვნითი 32 წუთი გაატარა, ''სოჭის'' წინააღმდეგ კი 25 წუთი იასპარეზა.

''სოჭიმ'' შინ ''ურალი'' 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა იური მატვეევმა ქართველი ტალანტი შეაქო.

''მხოლოდ ორი კვირაა, რაც ლუკა ჩვენთან ერთადაა. მას ძალიან კარგი ტექნიკა და ნათელი გონება აქვს. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იქნება''.

რუსული მედიის ცნობით მოსკოვის ''დინამომ'' გაგნიძის სანაცვლოდ თბილისის ''დინამოს'' 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც 18 წლის ტალანტის ტრანსფერში საკმაოდ სოლიდური თანხაა. გაგნიძემ რუსულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მოსკოვურმა გუნდმა ''ურალში'' გაანათხოვრა.

მოსკოვის ''დინამოში'' გაგნიძის წარდგენისას კლუბის სპორტულმა დირექტორმა და წარსულში იურგენ კლოპის ასისტენმა ჟელკო ბუვაჩმა განაცხადა:

ლუკა ძალიან კარგი ახალგზარდა ფეხბურთელია. თავის ასაკთან შედარებით ძალიან ტექნიკურია და ბურთს არაჩვეულებრივად ფლობს. რაც მთავარია შრომისმოყვარეა, რაც მოსკოვის ''დინამოში'' ძალიან ფასდება. მის წინააღმდეგ თამაში ყველა მეტოქეს გაუჭირდება. ასევე, გაგნიძეს არ ეშინია მატჩის თავის თავზე აღება, რაც ფეხბურთელის პლუსია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ლუკა ''დინამოს“ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდება''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage