Aa Aa
2 აგვისტო 2021  |  22:44

ოფიციალურად - კიელინი იუვენტუსში 2023 წლამდე

ჯორჯო კიელინი და ახალი კონტრაქტი სპორტულ მედიაში კვლავ განხილვის საგანია. ცნობილია, რომ ვეტერან ფეხბურთელს კვლავ სურს ტურინელთა რიგებში ასპარეზობა, თუმცა დღევანდელ დღემდე შეთანხმება არ ხერხდებოდა.

ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება სულ მალე ოფიციალურად გამოცხადდებოდა და კიელინი „ბიანკონერისთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერდა ხელს.

რომანო არც ახლა შეცდა და ეს ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა. ტურინის "იუვენტუსის" ვებ-გვერდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვეტერანი ცენტრალური მცველი "ბიანკონერიში" 2023 წლამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ჯორჯოს 2022 წლის მუნდიალზე სურს თამაში.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი ტურინის "იუვენტუსში" 2005 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში გამოცდილმა იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა 535 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 36 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში