Aa Aa
2 აგვისტო 2021  |  21:55

განუმეორებელი ბუფონი - ვეტერანი მეკარის საოცარი "სეივი" სასუოლოსთან

იტალიაში ჯერჯერობით ჩემპიონატები არ დაწყებულა, თუმცა ამხანაგური შეხვედრები, რა თქმა უნდა, იმართება. ერთ-ერთი ასეთი „პარმასა“ და „სასუოლოს“ დაპირისპირება იყო, რომელიც „სასუოლომ“ 3:0 მოიგო.

ერთი შეხედვით ეს მატჩი არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ჯანლუიჯი ბუფონის საოცარი „სეივი“. ვეტერანმა კარის დარაჯმა ბრწყინვალე ბურთი მოიგერია და გულშემატკივრებს მისი ახალგაზრდობა გაახსენა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი მეკარე „პარმაში“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ გადავიდა. ბუფონს გარანტირებული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, „ჯიჯის“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე სურს თამაში.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში