Aa Aa
26 ივლისი 2021  |  09:50

თბილისში ევროჩელენჯერი დასრულდა - საქართველოს ნაკრები მე-6 ადგილს დასჯერდა

2021 წლის 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, თბილისი საერთაშორისო ღონისძიებას, FIBA-ს 20-წლამდე ნაკრებების ევროჩელენჯერს მასპინძლობდა, რომლის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყვიტა.

თბილისის სპორტის სასახლებში მიმდინარე შეჯიბრზე საფრანგეთის ნაკრებმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა - ყველა შეხვედრა მოიგო, გაიმარჯვა და კუთვნილი პრიზი ჩაიბარა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა , გიორგი ქართველიშვილმა საფრანგეთი ოქროს მედლებით დააჯილდოვეს.

მწვრთნელების ხმების მიხედვით, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ საფრანგეთის ნაკრების წევრი, მილან ბარბიჩი დასახელდა.

ევროჩელენჯერის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ ისეთი რანგის გუნდები, როგორებიც: საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი არიან.

„ბაბლის" სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი თბილისში შეიკრიბა და ერთ სასტუმროში დაბინავდა. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებოდნენ და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს, უშუალოდ, სათამაშო მოედნისა, არ ჰქონდათ.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილეებმა ერთ წრედ ითამაშს და გამარჯვებული ის გახდა, რომელმაც ასპარეზობა ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულა.

აღნიშნულ ტურნირზე მილოშ გლიგორიევიჩის საქართველოს ნაკრებმა თავი 6 ქულას მოუყარა და ამ მაჩვენებლით 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

ფოტოები: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში