Aa Aa
25 ივლისი 2021  |  16:48

"ცუდ ფეხბურთს ვითამაშებთ? მას ეს არ ანაღვლებს" - მხითარიანი მოურინიოზე

ჰენრიკ მხითარიანს ივნისში „რომასთან“ კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა სომეხმა ფეხბურთელმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა და ძალიან უნდა ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა.

„ჟოზე მოურინიოს არ ადარდებს, თუ ცუდ ფეხბურთს ვითამაშებთ. ის ცდილობს, რომ ჩვენში გამარჯვებულის მენტალიტეტი დანერგოს.“ - თქვა მხითარიანმა

პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიის სერია ა-ში „ტოტენჰემიდან“ გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა. ჟოზემ კარგად იცის იტალიის ჩემპიონატი. მოურინიომ „ინტერთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

ჟოზეს მანჩესტერში და „ტოტენჰემში“ არასახარბიელო საფეხბურთო სტილის გამო საყვედურობდნენ, თუმცა რომში ასე არ არის. იქ მთავარი შედეგია და არა სანახაობა. მითუმეტეს, „ჯალოროსი“ დიდი ხანია ტიტულებს არის მოწყურებული.

რა თქვა მხითარიანმა მოურინიოზე?

„მოურინიო ამბიციური მწვრთნელია. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ თუ ცუდს. მთავარი მხოლოდ 3 ქულაა. ყველამ იცის, რომ კარიერის განმავლობაში მან თითქმის ყველაფრის მოგება შეძლო.

წარსულზე საუბარი არ მინდა. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ და ურთიერთობა ახალი ეტაპიდან დავიწყეთ. ახლა ყველაფერი წესრიგშია. კარგად ვიცი, თუ რას ითხოვს მოურინიო საკუთარი ფეხბურთელებისგან და მზად ვარ მისთვის ყველაფერი გავაკეთო.“

მხითარიანი „რომაში“

სომეხი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. დღემდე მხითარიანმა „რომას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 73-ჯერ მოირგო, 24 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში