Football Italia-მაც დაწერა - მილანი ხვიჩას შეძენასთან ახლოს არის!
Aa
Aa

Football Italia-მაც დაწერა - მილანი ხვიჩას შეძენასთან ახლოს არის!

Metaratings-ის ცნობით ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის ''რუბინს'' დატოვებს და კარიერას ''მილანში'' გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებაში ''მილანის'' ექს-ფეხბურთელი კახა კალაძე აქტიურადაა ჩართული.  წყაროს ცნობით, ხვიჩას ტრანსფერი კალაძის დამსახურება იქნება.

ბევრისთვის შესაძლოა Materatings სარწმუნო წყაროს არ წარმოადგენდეს, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა იტალიურმა სპორტულმა ვებ-საიტმა Football-Italia.Net-მა კვარაცხელიასას და „მილანის“ შესახებ გავრცელებული ამბავი საკუთარ საიტზე დაწერა. ტრანსფერის ღირებულებად კი 15-20 მილიონი ევრო სახელდება.

Football Italia წერს, რომ „როსონერის“ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა. გამოცემა ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას სიტყვებსაც ავრცელებს, რომელმაც თქვა, რომ თავისი შვილი რუსეთში აღარ ითამაშებდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე კვირაში გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება გერმანულ ''გლადბახს'' სურდა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ გერმანული კლუბი გამორჩეულ მოთამაშეებს გაყიდის და ხვიჩას გადაბირებისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობა გაუჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები