Aa Aa
23 ივლისი 2021  |  19:40

მესი რონალდუს წინააღმდეგ - 8 აგვისტოს ბარსელონა VS იუვენტუსი

„ბარსელონას“ დამაარსებლის ჟოან (ჰანს) გამპერის სახელობის თასი ყოველი წლის აგვისტოში „კამპ ნოუზე“ იმართება და „ბარსა“ სხვადასხვა მოწვეულ გუნდებს ეთამაშება. როგორც ამჯერად გაირკვა, რონალდ კუმანის გუნდი ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება და სასიხარულოა, რომ მას 19 869 ათასი ქომაგი დაესწრება.

იმავე დღესვე, ამ მატჩამდე ერთმანეთში „ბარსასა“ და „იუვეს“ ქალთა გუნდები შეხვდებიან.

ცნობისთვის, გამპერის თასს 1996 წლამდე მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი ჰქონდა, ასევე მატჩი მესამე ადგილისთვის. 1997 წლიდან ტურნირი შეიცვალა და ამჯერად მხოლოდ ერთი მატჩია.

ხსენებულ თასზე "ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" პირველად 2005 წელს ითამაშეს. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი იტალიელებმა მოიგეს.

ხსენებული შეხვედრის მთავარი ინტრიგა მესისა და რონალდუს შესაძლო დაპირისპირებაა. თუმცა, ამას ჯერჯერობით გადაჭრით ვერ ვიტყვით, რადგან კრიშტიანუს მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია და შესაძლოა მან ტურინი დატოვოს. რაც შეეხება ლეოს, არგენტინელი შვებულების დასრულების შემდეგ, კლუბს აგვისტოს დასაწყისში დაუბრუნდება და რთული სათქმელია მისცემენ, თუ არა მედშტაბის წევრები მას რამდენიმე დღეში მოედანზე გასვლისა და თამაშის უფლებას.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში