Aa Aa
22 ივლისი 2021  |  12:59

დღეს, კონფერენს ლიგაზე ქართველი არბიტრები იმსაჯებენ

დღეს, 22 ივლის, ევროპის კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება.

ლატვიის ქალაქ იურმალაში ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა, გოგა კიკაჩეიშვილის ხელმძღვანელობით მოემსახურება. ლატვიის რიგა FS“-ისა და უნგრეთის „პუშკაშის“ მატჩზე გოგა კიკაჩეიშვილს ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯად კი ირაკლი ხერხაძე იმუშავებს.

საინტერესოა, რომ ქართველმა არბიტრებმა რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალფიკაციო ეტაპის მატჩზე იმუშავეს - 20 ივლისს, უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში, ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ერთმანეთს უნგრეთის „ფერენვცაროში“ და ლიეტუვას „ჟალგირისი“ დაუპირისპირდნენ (2-0). შეხვედრის მთავარ არბიტრს, გიორგი ყრუაშვილს,  ასისტენტობას ლევან ვარამაშვილი და დავით ახვლედიანი უწევდნენ, მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილი იყო.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დღეს საღამოს გასამართი, რიგა FS“-ისა და უნგრეთის „პუშკაშის“ მატჩი, თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში