Aa Aa
21 ივლისი 2021  |  14:26

ბარსას კაპიტნები ხელფასის შემცირებაზე უარს აცხადებენ

ფინანსური კრიზისის დასაძლევად „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელებს დროებით ხელფასების შემცირება შესთავაზა.

Sport-ის ცნობით, გუნდის კაპიტნები პრეზიდენტს შეხვდნენ, თუმცა საუბარმა უშედეგოდ ჩაიარა.

ხსენებულ შეხვედრას კლუბის სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი ესწრებოდა, რომელიც ბუსკეტსის, პიკესა და სერხი რობერტოს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მოგეხსენებათ, მესიმ ხელფასის განახევრებაზე უკვე თანხმობა განაცხადა. გუნდის 4 კაპიტნიდან ამჟამად სამი მათგანია დარჩენილი, თუმცა ჯერჯერობით პრეზიდენტის წინადადებაზე თანხმობას არ აცხადებენ.

„ბლაუგრანამ“ ფეხბურთელებს ხელფასის 40%-ით შემცირება შესთავაზა. კლუბი მათ კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს და ანაზღაურებას უცვლელს უტოვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბუსკეტსი, პიკე და რობერტო იგივე ოდენობის თანხას მიიღებენ, თუმცა უფრო გრძელვადიან მონაკვეთში.

სწორედ ანალოგიური რამ გააკეთა ლეო მესიმ, რომლის ნაბიჯიც როგორც ჩანს გუნდელებისთვის გადამდები არ აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა.

წყაროს ცნობით, ამიერიდან მოლაპარაკებებს პრეზიდენტი ლაპორტა უხელმძღვანელებს.

ესპანური პრესა წერს, რომ თუ ხელფასების შემცირება ვერ მოხერხდა, „ბარსა“ ფეხბურთელების ტრანსფერზე დაყენებას განიხილავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში