„შემოწმება არ დაგავიწყდეთ“ - ინგლისური კლუბის გამჭვირვალე სათამაშო ფორმა
Aa
Aa

„შემოწმება არ დაგავიწყდეთ“ - ინგლისური კლუბის გამჭვირვალე სათამაშო ფორმა

ინგლისურმა კლუბმა, „ბიდეილმა“ ახალი საფეხბურთო ფორმა წარადგინა, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და საფეხბურთო სამყაროში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ისაა, რომ „ბიდეილი“ პირველი კლუბი იქნება, რომელიც გამჭვირვალე მაისურებსა და შორტებს გამოიყენებს.

ჩრდილოეთ იორკშირული გუნდის მიზანი პროსტატის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაა და თითოეული მაისურის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი, 5 გირვანქა სტერლინგი ორგანიზაცია Prostate Cancer UK-ს გადაერიცხება. Sun-ის ცნობით, „ბიდიელმა“ უკვე 200 000 გირვანქა სტერლინგი ააგროვა და იმედი აქვს, რომ 250 000-მდე ავა.

„ბიდეილი“ თავისი სათამაშო ფორმით მამაკაცებს პროსტატის სისტემატურად შემოწმებისკენ მოუწოდებს. მაისურზე გამოსახულია წარწერა: „შემოწმება არ დაგავიწყდეს“, ხოლო თეთრი ფერის ისრები ფეხბურთელთა სასქესო ორგანოებისკენ მიუთითებენ. კლუბის პრეზიდენტის, მარტინ კუმბსის თქმით, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ დამატებითი საფეხბურთო ფორმების დამზადება მოუწიათ.

სხვათა შორის, „ბიდეილი“ თავისი სათამაშო ფორმებით საფეხბურთო სამყაროში ძალიან ცნობილია. წარსულში მათ მაისურზე სოსისები იყო გამოსახული, რომლებიც მოგვიანებით, სტაფილომ ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები