ფაჩულიამ დურანტს, უნებურად მძიმე ტრავმა მიაყენა
ფაჩულიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პირველსავე წუთზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
პირველი მეოთხედის მიმდინარეობისას, ვაშინგტონელთა პოლონელმა ცენტრმა, მარცინ გორტატმა, რომელიც ზაზას არაერთხელ ჰყავს დაჩაგრული, ქართველ ცენტრს ჭიდაობის ილეთი ჩაუტარა. გორტატის უხეშობის შემდეგ ფაჩულია წაიქცა და თანაგუნდელ კევინ დიურანტს მარცხენა მუხლზე დაეჯახა.
2014 წლის ნბა-ს MVP დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამით დასრულდა დიურანტის 562-მატჩიანი სერია, რომლის განმავლობაშიც თითოეულში მინიმუმ 10 ქულა ჰქონდა მოგროვებული.
როგორც დღეს დილით გახდა ცნობილი, "გოლდენ სტეიტის" სუპერვარსკვლავი მინიმუმ თვე-ნახევარი ვერ ითამაშებს.
შეხვედრა "ვაშინგტონმა" 112:108 მოიგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. მან 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დაფიქსირა, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით