ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები განსხვავებულად გაიხსნება
კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება. ტოკიო 2020 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, პარალიმპური თამაშების განრიგი კი 24 აგვისტო - 5 სექტემბერია.
ტოკიოში 205 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ათლეტს ელოდებიან. 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი საქართველოსაც ეყოლება, მათ შორის: 9 ძიუდოისტი, 7 მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 4 ძალოსანი, 3 მოკრივე, 2 მოცურავე, 1 მსროლელი, 1 მოფარიკავე, 1 კარატისტი, 1 ჩოგბურთელი, 1 ტანმოვარჯიშე.
#Tokyo2020 NIPPON Festival ????????????
— #Tokyo2020 (@Tokyo2020) July 17, 2021
The official cultural programme of the Tokyo 2020 Games, hopes to serve as a symbol of solidarity. ???? #UnitedByEmotion
Learn about the incredible events that will take place online that are sure to unite, inspire and welcome you to #Tokyo2020
ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოლიმპიური ფიცის დადებაში ცვლილებები შეიტანა. ტოკიო 2020-ის მიმდინარეობისას ხაზგასმული იქნება სოლიდარობის გამოხატულების მნიშვნელობა, ყურადღება დაეთმობა თანასწორობის საკითხს და დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოხატვის დაუშვებლობას.
საინტერესოა ისიც, რომ ტოკიოში ფიცს დადებს ორი-ორი სხვადასხვა სქესის ათლეტი, მწვრთნელი და მსაჯი.
IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ტოკიოს თამაშების გახსნაზე ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ორი მედროშით - ქალით და კაცით.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან, ხოლო პარალიმპიური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი.
ტოკიოს ოლიმპიადა: გამარჯვებულები მედლებს კისერზე თავად ჩამოიკიდებენ