Aa
Aa

"იცით რაც უნდა გააკეთოთ" - რა უთხრა მანჩინიმ ფეხბურთელებს ფინალის წინ?

ევრო 2020 დასრულდა. იტალიამ ფინალში უემბლიზე ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა.

სპორტულ მედიაში მეტად საინტერესო ვიდეო გავრცელდა.  ვიდეოში ასახულია ფინალის წინა სიტუაცია, რომელიც გასახდელში ხდება. მანჩინი შემადგენლობას აცხადებდა. თერთმეტეულის დასახელების შემდეგ კი იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარ ფეხბურთელებს საკმაოდ მშვიდად მიმართა.

„მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. თქვენ იცით, რომ ჩვენ აქ შემთხვევით არ ვართ. ჩვენი ბედის პატრონები ჩვენ ვართ. ამას სხვა ვერავინ გადაწყვეტს. იცით რაც უნდა გააკეთოთ.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, მანჩინის გაწვრთნილმა შეგირდებმა ფინალში უემბლიზე ინგლისი დაამარცხეს. მე-2 წუთზე ანგარიში ლუკ შოუმ გახსნა. წონასწორობა კი მეორე ტაიმში 67-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ აღადგინა. საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დონარუმას ბრწყინვალე თამაშის შედეგად იტალიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები