„ეს მხოლოდ დასაწყისია
Aa
Aa

„ეს მხოლოდ დასაწყისია" - იტალიური გამოცემები სკუადრა აძურას ტრიუმფზე

რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია. „სკუადრა აძურამ“ ფინალურ შეხვედრაში ინგლისის ეროვნულ გუნდს აჯობა და მეტოქე თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

იტალიამ ევროპის ჩემპიონატი 53-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და იტალიურმა გამოცემებმა რობერტო მანჩინის ბიჭების მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურეს. La Gazzetta dello Sport-ის პირველ გვერდზე „სკუადრა აძურას“ ტრიუმფის ამსახველი ფოტოსურათია და ასეთ წარწერებს ვხედავთ:

„უემბლიზე წვეულებაა პენალტებით.

დიდი სილამაზე: იტალია ევროპის ჩემპიონია.

ინგლისი მალევე დაწინაურდა, ბონუჩიმ გაათანაბრა. გმირების გმირი დონარუმაა, რომელმაც 2 პენალტი მოიგერია: ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი.

მანჩინი ვიალის მხარზე ტირის: „საოცრებაა“.

შესანიშნავი გუნდი ვართ, ეს მხოლოდ დასაწყისია“.

Corriere dello Sport-ის პირველ გვერდზე იმავე ფოტოს ვხედავთ და იტალიური გამოცემა ამბობს, რომ ფეხბურთი ნამდვილად სახლში დაბრუნდა.

„აძურის სიგიჟე უემბლიზე: ევროპის ჩემპიონები ვართ.

თასი ჩვენია!

ინგლისი პენალტების სერიაში დამარცხდა, იტალია ქუჩაშია გასული, რათა თასის მოგება აღნიშნოს.

120 წუთი 1-1 დასრულდა. გადამწყვეტი დონარუმა იყო.

მანჩინის სიხარულის ცრემლები: „საოცრებაა“.

პრეზიდენტ მატარელას აღნიშვნა.

ფეხბურთი სახლში დაბრუნდა“.

Tuttosport შედარებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და მანჩინის მადლობა გადაუხადა.

„იტალია ევროპის ჩემპიონია. ინგლისი პენალტების სერიაში დანოკაუტდა.

მხოლოდ ჩვენ ვართ!

მადლობა მანჩინი, საოცარი მეოცნებე“.

ცნობისთვის, იტალია ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ერთ ფინალურ ეტაპზე ორი მატჩი პენალტების სერიაში მოიგო. ევრო 2020-ზე მანჩინის გუნდმა თერთმეტმეტრიანებით ესპანეთსა და ინგლისს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები