Aa Aa
11 ივლისი 2021  |  20:36

მე-20 დიდი სლემი - ჯოკოვიჩი უიმბლდონის ჩემპიონია!

დასრულდა 2021 წლის უიმბლდონი, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო და ახალი ისტორია დაწერა. სერბი ჩოგბურთელი დიდი სლემების რაოდენობით რაფაელ ნადალს და როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა. დღეიდან რეიტინგის პირველ ნომერს 20 სლემი ექნება. „ნოლემ“ ფინალში მატეო ბერეტინი 4 სეტში 6:7 6:4 6:4 6:3 დაამარცხა.

პირველი სეტი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. ნოვაკი 5:2-ს იგებდა, სეტ პოინტიც ჰქონდა, თუმცა იტალიელმა ჩოგბურთელმა გმირობა ჩაიდინა, სეტი ტაი-ბრეიკში გადაიყვანა და 7:4 მოიგო.

მეორე სეტიდან ჯოკოვიჩს სრული დომინაცია ჰქონდა. ბერეტინის ორი ჩაწოდება მოიგერია, წინ გავიდა, თუმცა 5:3-ის დროს საკუთარი ჩაწოდება დათმო. მიუხედავად ამისა, ნოვაკმა მაინც მოიგო მეორე სეტი და ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში ჯოკოვიჩმა 1 ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მეოთხე სეტში, იმ დროს, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, სერბმა სუპერვარსკვლავმა ბრეიკი შეასრულა 4:3 დაწინაურდა, შემდეგ საკუთარი ჩაწოდება მოიგო და კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა. 6:3 და ჯოკოვიჩი უიმბლდონის გამარჯვებულია!

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში