ტრაგედია ლატვიაში  - 24 წლის ჰოკეის მეკარე გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია ლატვიაში - 24 წლის ჰოკეის მეკარე გარდაიცვალა

ლატვიის ჰოკეის ეროვნული ნაკრებისა და „კოლამბუსის“ მეკარე მატიას კივლენიეკსი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ლატვიის ჰოკეის ფედერაცია ავრცელებს. 

ვუსამძიმრებთ მატიასის ოჯახის წვერბეს, მეგობრებს და ყველა ლატვიელს. ეს ტრაგედია ენით აუხწერელია.  მატიასმა კარიერა „პარდაუგავას“ შემადგენლობაში დაიწყო. მან ასაკობრივი ნაკრებების შემდეგ ეროვნულ ნაკრებშიც იასპრაზე. დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე კივლენიეკსმა 4 შეხვედრა გამართა,ასევე ის NHL-შიც ასპარეზობდა. მისი მებრძოლი ხასიათი და სული ყოველთვის იგრძნობოდა. ის იყო სამაგალითო სპორტსმენი. მატიასის წასვლა არა მხოლოდ ხოკეის ოჯახის,არამედ მთელი ნაციის ტკივილია“ - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში

ოფიციალურად ჯერ ჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია 24 წლის ჰოკეისტის გარდაცვალება.

ლატვიური მედიის ინფორმაციით ტრაგედიას პიროტექნიკას უკავშრებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები