ქალთა ჩემპიონთა ლიგა -  ნიკე ტვენტეს დაუპირისპირდება
Aa
Aa

ქალთა ჩემპიონთა ლიგა - ნიკე ტვენტეს დაუპირისპირდება

თბილისის „ნიკე" ჩემპიონის რანგში საქართველოს UEFA-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონში წარადგენს. დასრულებულ სეზონში გუნდმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა და კორონავირუსის გამო ნაადრევად დასრულებული ეროვნული ჩემპიონატის ცამეტივე შეხვედრა მოიგო.

დღეს, UEFA-ს შტაბ ბინაში ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ქართული გუნდის მეტოქე გაირკვა. საქართველოს ჩემპიონი „ტვენტეს" (ნიდერლანდები) დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 აგვისტოს, სტუმრად გაიმართება და დღევანდელი მოცემულობით, თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2022 წლის მაისში შედგება. მთავარი მატჩს ტურინი უმასპინძლებს.

აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გამარჯვებული „ბარსელონა" გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში „ჩელსი" ანგარიშით - 4-0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონათა ლიგის დასკვნითი ეტაპის საგზური მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები