იგორ ანგელოვსკიმ ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრები დატოვა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩრდილოთ მაკედონიასა და ნიდერლანდებს შორის (0-3) ბოლო იყო ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრების კაპიტნის, გორან პანდევისთვის, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.
გაირკვა, რომ აღნიშნული მატჩის შემდეგ ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც - იგორ ანგელოვსკიმ, რომელიც გუნდს ემოციურად დაემშვიდობა, ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
იგორ ანგელოვსკის სტატისტიკა ჩრდილოთ მაკედონიის რიგებში
45 წლის სპეციალისტი ნაკრებს 2015 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. მან ჩრდილოთ მაკედონიასთან ერთად ჯამში 52 შეხვედრა ჩაატარა.
სტატისტიკა კი ასეთია: 22 გამარჯვება, 11 ფრე, 19 მარცხი.
ჩრდილოთ მაკედონიმ მსგავსი ტიპის ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზა, თუმცა ვერცერთი შეხვედრა მოიგო და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
#MacedoniaDelNorte ????????
— Camino Mundial (@caminomundialok) June 22, 2021
Tras la caída ante #PaísesBajos ????????, Igor Angelovski anunció que dejará de ser el seleccionador cuando su contrato venza el 31 de julio.
Desde octubre de 2015, dirigió 53 partidos, con 23 PG, 11 PE y 19 PP (43,40%).
Jugar la #EURO2020, su histórico logro. pic.twitter.com/qPIiE6HHqc
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში დინამო არენაზე, იგორ ანგელოვსკის ჩრდილოთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრებს გორან პანდევის ერთადერთი გოლით (0-1) აჯობა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის C ჯგუფში ადგილი წაართვა.