Aa Aa
22 ივნისი 2021  |  20:46

ოფიციალურად - ჩალჰანოღლუ ინტერის ფეხბურთელია!

''მილანის'' 27 წლის თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ კარიერას ''ინტერში'' გააგრძელებს. მოთამაშეს ''მილანთან'' კონტრაქტი მიმდინარე თვეში ამოეწურა და ''როსონერის'' ყველაზე პრინციპული მეტოქის, ''ინტერის'' მაისურით თამაში გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია „ნერაძურის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა.

როგორც ცნობილია, ''მილანმა'' ჩალჰანოღლუს ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელმა წინადადებას უარით უპასუხა და მოლაპარაკება ''ინტერთან'' წამოიწყო. შეთანხმების მიხედვით ლევერკუზენის ''ბაიერის'' ექს-ნახევარმცველი ''ინტერის'' ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს.

ჩალჰანოღლუ მილანში

27 წლის ნახევარმცველი იტალიურ გრანდს 2017 წელს ლევერკუზენის „ბაიერიდან“ 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჰაკანმა „როსონერის“ მაისური 172-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში