ეტოო:
Aa
Aa

ეტოო: "მოურინიოს რომაში ხილვა გულსატკენია"

ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან იტალიურ „რომას“ პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო უხელმძღვანელებს. ჟოზეს, სერია ა-ში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. „განსაკუთრებული“ 2008 წლიდან 2010 წლის ჩათვლით „ინტერს“ წვრთნიდა.

ამასთან დაკავშირებით, „ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამუელ ეტოომ განაცხადა. კამერუნელის თქმით, მოურინიოს „ჯალოროსიში“ ხილვა გულსატკენია.

რა თქვა ეტოომ?

„ვისურვებდი, რომ მოურინიო ისევ „ინტერის“ მწვრთნელი იყოს. მას არაფერს ვუსურვებ გარდა წარმატებისა „რომაში.“

ჟოზეს უნდა ესმოდეს, თუ როგორ ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის პირველი ყოველთვის „ინტერი“ იქნება.

ტყუილს ვერ გეტყვით. გულს მტკენს იმ ადამიანის სხვა გუნდში ხილვა, რომელმაც მე იტალიაში უდიდესი წარმატება მომიტანა. მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ მოურინიო ახლა ბედნიერია. მეგობრობა კი უმთავრესია.“

ჟოზე და ეტოო ერთად "ინტერში" და "ჩელსიში"

პორტუგალიელმა სპეციალისტმა სამუელ ეტოო „ბარსელონადან“ 2009 წლის ზაფხულში წაიყვანა. კამერუნელ ყოფილ ფეხბურთელთან ერთად 1 წელი იმუშავა და მათ ერთად ტრიპლეტის მოგება შეძლეს. სამუელ ეტოომ მოურინიოს ხელმძღვანელობით 46 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

ჯამში კი სამუელმა „ნერაძურის“ მაისური 3 წელი ატარა. ამ პერიოდის განმავლობაში ყოფილმა შემტევმა 102 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 53-ჯერ აიღო მეტოქე გუნდის კარებები.

"რომას" ახალი დამრიგებელი 2014 წელს "არისტოკრატებში" დაბრუნდა და ეტოო ლონდონში გაიყოლა. 2014/2015 წლებში სამუელმა "ჩელსის" მაისური 35-ჯერ მოირგო და 12 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ კი ეტოომ "სამპდორიას" მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები