100 მილიონი კეინში - სიტიმ ტოტენჰემს ოფიციალურად მიმართა
Aa
Aa

100 მილიონი კეინში - სიტიმ ტოტენჰემს ოფიციალურად მიმართა

ბოლო წლების განმავლობაში „ტოტენჰემს“ ჰარი კეინი ლიდერობს. ინგლისელი შემტევის გარეშე ლონდონური კლუბი წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, გასული სეზონის დასრულების შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, რომ კეინი „დეზებს“ დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰარის ინგლისის დატოვება არ სურს და რომელიმე სხვა პრემიერ ლიგის კლუბში უნდა გადასვლა. თავდაპირველად „ჩელსი“ აქტიურობდა, თუმცა არისტოკრატებს „მანჩესტერ სიტი“ უწევდა კონკურენციას.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, რომელიც ტრანსფერების საკითხში საკმაოდ კომპეტენტურია ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ქალაქელებმა“ „დეზებს“ კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზეს. ამასთან ერთად მანჩესტერული კლუბი თავის ერთ ან ორ ფეხბურთელს შეელევა ჰარის სანაცვლოდ.

ჯერჯერობით თავად ფეხბურთელს თანხმობა არ განუცხადებია, მაგრამ რომანოს თქმით, მას „ტოტენჰემის“ დატოვება სურს, დანიელ ლევის კი მისი გაშვება არ უნდა. ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა.

კეინი „ტოტენჰემში“

ინგლისელი თავდამსხმელი ლონდონური კლუბის პირველ გუნდში 2009 წლიდან ირიცხება, თუმცა დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. დღემდე კეინმა „ტოტენჰემის“ მაისური 336-ჯერ მოირგო, 221 გოლი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები