მილანიდან ინტერში - ჩალჰანოღლუ მოსისხლე მტრის ბანაკში მიდის
''მილანის'' 27 წლის თურქი ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოღლუ კარიერას ''ინტერში'' გააგრძელებს. მოთამაშეს ''მილანთან'' კონტრაქტი მიმდინარე თვეში ეწურება და ''მილანის'' ყველაზე პრინციპული მეტოქის, ''ინტერის'' მაისურით თამაშს გეგმავს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
Hakan Calhanoglu is set to join Inter from AC Milan! His current contract will expire next week and he’ll sign with Inter until June 2024 - Hakan will refuse AC Milan contract extension bid. ????????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 21, 2021
Medicals expected to be completed tomorrow. @DiMarzio @ManuBaio #Inter #ACMilan
წყაროს მიხედვით ''მილანმა'' ჩალჰანოღლუს ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელმა წინადადებას უარით უპასუხა და მოლაპარაკება ''ინტერთან'' წამოიწყო. შეთანხმების მიხედვით ლევერკუზენის ''ბაიერის'' ექს-ნახევარმცველი ''ინტერის'' ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს.
მანჰაიმში დაბადებულმა თურქმა ''მილანის'' რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 172 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი შეაგდო, გამომუშავებული პენალტებისა და შესრულებული საგოლე პასების ჯამი 48-ს შეადგენს.
მას ასევე უთამაშია ''კარლსრუესა'' და ''ჰამბურგში''.
ჩალჰანოღლუმ თურქეთის ეროვნულ ნაკრებში 59 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი შეაგდო.