Aa Aa
20 ივნისი 2021  |  20:09

გადაწყვეტილება მიღებულია - ტორპედო დინამო ბათუმის წინააღმდეგ მოედანზე გავა

გასულ საღამოს ქუთაისის „ტორპედოს" გულშემატკივარი სოციალურ ქსელში წერდა, რომ კლუბში არსებული პრობლემები, რომელზეც ინფორმაცია არაერთხელ გაჟღერდა, ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უკვე 3 თვეა, რაც ფეხბურთელებს მწვრთნელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს, ხელფასი არ აუღია.

„ქალაქის მერიიდან ინფორმაცია არის, რომ გუნდში ყველაფერი კარგადაა, ინვესტორიც არის და ყველაფერი, დროის ამბავია, თუმცა ამ ეტაპზე დრო გუნდზე ცუდად მოქმედებს"-ო წერდა გულშემატკივარი.

დღეს, გულშემატკივარმა მორიგი გზავნილი გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ტორპედო" ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში მოედანზე გავა და არსებული პრობლემების მიუხედავად, შეხვედრას მაინც გამართავს. გადაწყვეტილება მიღებულია:

„მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მსგავს სიტუაციაში გუნდმა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზეგ, 22-ში, ბათუმის „დინამოს" წინააღმდეგ გავიდნენ და ბოლომდე იომონ".

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 18 ტურის შემდეგ „ტორპედოს" 18 ქულა აქვს და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა „ტორპედოსა" და „დინამო" ბათუმს შორის 22 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიაზე, 19:30 საათიდან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში