ემოციური მომენტი - გოჩოლეიშვილმა გოლი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა
Aa
Aa

ემოციური მომენტი - გოჩოლეიშვილმა გოლი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, წუთიერი დუმილით შედგა, სადაც საბურთალომ" სამტრედია" მიიღო და სოლიდური სხვაობით, ანგარიშით - 4-0 დაამარცხა.

შეხვედრაში განსაკუთრებით ემოციური მომენტი 42-ე წუთზე იყო - საბურთალოს" 20 წლის ნახევარმცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა მეტოქეს გაუტანა და გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

19 წლის ფეხბურთელი მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. 4-დღიანი უწყვეტი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ფოტოები: საფეხბურთო კლუბი „საბურთალო"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები