Aa Aa
17 ივნისი 2021  |  16:19

„ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო" - ნადალი უიმბლდონსა და ოლიმპიადას გამოტოვებს

დიდი სლემის 20-გზის გამარჯვებული, რაფაელ ნადალი „უიმბლდონსა“ და ოლიმპიადას გამოტოვებს. ესპანელმა ჩოგბურთელმა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიმართა და მათ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ამცნო.

„მოგესალმებით, ყველას. გადავწყვიტე, რომ უიმბლდონზე და ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა არ მივიღო. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლი არასდროსაა, მაგრამ საკუთარი ორგანიზმის მოსმენისა და საკუთარ გუნდთან საუბრის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს სწორი არჩევანია.

ჩემი მიზანია უფრო ხანგრძლივი კარიერა მქონდეს და განვაგრძო იმის კეთება, რაც ბედნიერს მხდის, ეს კი უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და პირადი და პროფესიონალური მიზნებისთვის ბრძოლა გახლავთ.

ის ფაქტი, რომ როლან გაროსსა და უიმბლდონს შორის 2-კვირიანი შესვენებაა, ჩემს ორგანიზმს თიხის დამღლელი სეზონის შემდეგ ძალების აღდგენაში ნამდვილად არ ეხმარება. ჩემ უკან ორი თვის განმავლობაში გაღებული სერიოზული ძალისხმევაა და ჩემი გადაწყვეტილება საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული.

ორგანიზმის გადატვირთვისას ნებისმიერი სახის პროფილაქტიკა ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ უმაღლეს დონეზე და მთავარი ტიტულებისთვის ბრძოლის გაგრძელება მინდა“.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალი „როლან გაროსს“ გათამაშებას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა და საფრანგეთის ღია პირველობაზე მესამედ დამარცხდა. რაფამ მომავალ ჩემპიონთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში