NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
ბრუკლინი - მემფისი
გასულ ტურში, მაიამისთან დამარცხების შემდეგ, ბრუკლინი შინ მემფისის დამარცხებას შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა დათმობილი აქვთ. 9 მოგებით და 45 წაგებით, ბრუკლინი აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება.
საპირისპირო სიტუაციაა მემფისის ბანაკში. მიუხედავად ბოლო ტურში გოლდენ სტეიტთან მარცხისა, დათვები მაინც ამ შეხვედრის უპირობო ფავორიტად ითვლებიან. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ აქტივში 4 გამარჯვებაა. 33 გამარჯვების წილ 23 მარცხით, მემფისი დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებს.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთში გამარჯვება მემფისს დარჩა. ბრუკლინი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 105 ქულას უშვებს. მემფისი თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 109 ქულას აგროვებს.
აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ სტუმრების გამარჯვება @ ფორა 2 -4.5
ტრავმები :
ბრუკლინი - ჯერემი ლინი, ქვინსი ეისი.
მემფისი - არავინ.
დენვერი - გოლდენ სტეიტი
კლივლენდთან დამარცხების შემდეგ ( 109 - 125 ) - დენვერს შინ არანაკლებ მძიმე მატჩი ელის გოლდენ სტეიტთან. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი მოგება უმაგრებთ ზურგს. 24 მოგების წილ 30 მარცხით, დენვერი დასავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილს სჯერდება.
მიჯრით სამი შეხვედრის მოგება მოახერხა გოლდენ სტეიტმა. ბოლო ტურში, ოქროს ბიჭუნებმა სტუმრად ოკლაჰომა დაჯაბნეს 114-130. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ. 46 მოგებით და მხოლოდ 8 წაგებით, ისინი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება კარის და კამპანიის სასარგებლოდ დასრულდა. დენვერი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 114 ქულას აგროვებს. გოლდენ სტეიტი, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 112.2 უშვებს. უშუალოდ გოლდენ სტეიტთან, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, დენვერი საშუალოდ 112 ქულას აგროვებდა.
ვფიქრობთ, უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, დენვერის ქულების რაოდენობა @ 116.5 ნაკლები
ტრავმები :
დენვერი - დანილო გალინარი, კენეტ ფარიდი, დარელ არტური, ვილსონ ჩენდლერი ( სათუოა )
გოლდენ სტეიტი - ზაზა ფაჩულია, დევიდ ვესტი, კლეი ტომპსონი ( სათუოა )
ინდიანა - სან ანტონიო
ზედიზედ სამი მარცხი განიცადა ინდიანამ. პეისერსის მოთამაშეები, ბოლო ტურში შინ, მილოუკისთან დამარცცხდნენ 100-116. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მასპინძებს სამჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 29 მოგებით და 25 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მ-6 ადგილზე იმყოფებიან.
ასევე მარცხი განიცადა გასულ ტურში სან ანტონიომ. ტეხასელებმა, მოულოდნელად ნიუ იორკთან დათმეს შეხვედრა 90-94. ბოლო ხუთი გასვლითი შეშეხვედრიდან, მათ აქტივში მხოლოდ 2 მოგებაა. 41 გამარჯვების წილ 13 მარცხით, სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზე იმყოფება.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდა, მხოლოდ ერთში შეძლოს გამარჯვების მოპოვება ჯორმა და კამპანიამ. ინდიანა, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 104.6 უშვებს. რაც შეეხება სან ანტონიოს, ბოლო ხუთ გასვლაზე, ის საშუალოდ 99.4 ქულას უშვებს.
როგორც ვხედავ , არც ერთი გუნდი არ გამოირჩევა დიდი გახსნილობით, გასნაკუთრების სტუმრები. ასე რომ, უპრიანი იქნება ვივარაუდოთ შედარებით ნაკლებშედეგიანი თამაში - 210.5 @ ნაკლები
ტრავმები :
ინდიანა - თადეუშ იანგი;
სან ანტონიო - პაუ გასოლი.