Aa Aa
16 ივნისი 2021  |  15:33

ლუის ვან გაალი ერთი მატჩისთვის ბრუნდება - მისი ასისტენტი ქომაგი იქნება

ნიდერლანდელი სპეციალისტი, ლუის ვან გაალი მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს კიდევ ერთხელ შეითავსებს. 69 წლის თავკაცი ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე „ტელსტარს“ ჩაიბარებს, ოღონდ მხოლოდ ერთი მატჩით.

ვან გაალის ასისტენტი ერთ-ერთი იღბლიანი გულშემატკივარი იქნება, რომელიც ლატარიაში გაიმარჯვებს. ქომაგებს ლატარიის ბილეთების შეძენა შეუძლიათ და ვან გაალის ასისტენტობის გარდა, ნიდერლანდური კლუბი სხვა პრიზებსაც სთავაზობს, რომელთა შორის „ჰიუნდაის“ ელექტრო ავტომობილის ერთი კვირით მართვა, შესვენებაზე დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღება და Playstation-ის სასაჩუქრე ყუთი გახლავთ.

„ტელსტარის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას კეთილი მიზნები აქვს და ნიდერლანდური კლუბი, რომელმაც გასულ სეზონში მე-14 ადგილი დაიკავა, მიღებულ თანხას ქველმოქმედებისთვის დახარჯავს, მატჩი კი 5 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ წვრთნიდა და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ნიდერლანდელ სპეციალისტს „ტელსტარში“ ნათამაშები აქვს და მის ღირსებას 1977-78 წლების სეზონში იცავდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში