საერთაშორისო სკანდალი - არნაუტოვიჩის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
Aa
Aa

საერთაშორისო სკანდალი - არნაუტოვიჩის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის შეხვედრაში ავსტრიამ ჩრდილოეთ მაკედონია 3-1 დაამარცხა.

ავსტრიელთა მხრიდან მესამე გოლი მარკო არნაუტოვიჩმა შეაგდო და მეტოქის კარის აღება უცნაურად აღნიშნა.

32 წლის ფორვარდი განრისხებული იყო, ყვიროდა და დავიდ ალაბამ მისი დამშვიდება და გაჩუმება სცადა.

ინციდენტთან დაკავშირებით UEFA-მ გამოძიება დაიწყო. განაცხადებაშია ნათქვამია,რომ ევროპული ფეხბურთის მთავარმა ორგანომ დაიქირავა სპეციალური მუშაკი, რომელიც საქმეს გამოიძიებს.

მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით კი არნაუტოვიჩი ეგზონ ბეიტულალისა და ეზჯან ალიოსკის ეთნიკური სახის შეურაცხყოფა მიაყენა. კონკრეტულად მათი ალბანელი დედები აუგად მოიხსენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები