ოფიციალურად: ლაშა პარუნაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად: ლაშა პარუნაშვილი "ესბიერგში" ითამაშებს!

დანიურმა "ესბიერგმა" ქართველი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი ოფიციალურად წარადგინა. მან კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ამ დროისათვის, "ესბიერგი" დანიის 14-გუნდიან სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა. ისე კი იგი ადგილობირივი მასშტაბით საკმაოდ ტიტულოვანი გუნდია - 5-ჯერაა ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 3-ჯერ თასის გამარჯვებული. 

ასე რომ, ამიერიდან "ესბიერგის" ღირსებას 3 ქართველი დაიცავს. ცოტა ხნის წინ მის რიგებში ბუდუ ზივზივაძე ჩაირიცხა, აი ოთარ კაკაბაძე კი, ესპანური "ხიმნასტიკიდან" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები