Aa Aa
15 ივნისი 2021  |  11:41

"თავს კარგად ვგრძნობ" - ერიკსენმა ქომაგებს მიმართა

კრისტიან ერიკსენმა ცნობილი ინციდენტის შემდეგ ქომაგებს და ზოგადად საზოგადოებას პირველად მიმართა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა თქვენი ლამაზი და საოცარი შეტყობინებებისთვის მთელი მსოფლიოდან. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

ამ გარემოებებში მაქსიმალურად კარგად ვარ. საავადმყოფოში კიდევ მთელი რიგი გამოკვლევები უნდა გავიარო, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ.

ახლა მომდევნო მატჩებში ეროვნული ნაკრებს ვუქომაგებ. მთელი დანიისთვის ითამაშეთ!

ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ“, - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

გუშინ, იტალიურმა გაძეტა დელო სპორტმა ერიკსენის ექსკლუზიური კომენტარი გაავრცელა. დანიელი ფეხბურთელი პრესას გულის შეტევის შემდეგ პირველად ესაუბრა:

„არ დავნებდები. ახლა უკეთ ვარ, მაგრამ მინდა გავიგო რა დამემართა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ“.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ექიმებმა არ იციან, თუ რამ გამოიწვია ერიკსენის გულის გაჩერება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში