ჰალეს საკვალიფიკაციო: ბასილაშვილი ფინალში ითამაშებს
Aa
Aa

ჰალეს საკვალიფიკაციო: ბასილაშვილი ფინალში ითამაშებს

საჩოგბურთო სამყარო მთლიანად „როლან გაროსზეა“ გადართული, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის გერმანიაში საინტერესო ამბები ხდება - ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობს.

ATP-ის 31-ე ჩოგანმა ნახევარფინალში ATP-ის 96-ე ჩოგანი, გერმანელი, იანიკ ჰანფმანი დაამარცხა (7:6, 6:4) და ფინალში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

ჯერ-ჯერობით, ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილი არაა. ამ წუთებში სლოვაკი ლუკას ლაცკო (ATP 213) პორტუგალიელ ჟოაო სოუზას (ATP 114) ხვდება და მეორე ფინალისტის ვინაობა ცნობილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში გერმანელი მეტოქის, რუდოლფ მოლეკერის ბარიერი გაიარა ( 7:6 7:6).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები