Aa Aa
11 ივნისი 2021  |  20:43

''ეს ბავშვებისთვის ძალიან კარგი გზავნილია'' - კაშია დამწყებ ფეხბურთელებს შეხვდა

11 ივნისს, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციტივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სამეგრელოში დამწყებ ფეხბურთელებს შეხვდა.

ხეთას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდებისა და ხობის „კოლხეთის“ გოგონათა გუნდის ფეხბურთელების გარდა, შეხვედრას ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა, UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

დისკუსია, რომელსაც ტელეწამყვანი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე უძღვებოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საუბრის ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა, არაძალადობრივი ურთიერთობები ის გამოწვევები იყო, რომლის წინაშეც ახალგაზრდები დგანან.

ღონისძიება სოფელ ხეთას სტადიონზე გაიმართა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, 2020 წელს, სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აღდგა.

გაეროს მოსახლეობის ფონდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს“ შორის უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა არსებობს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას იღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში. თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების მონაწილეობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

ფოტო: ირაკლი ძნელაძე / UNFPA

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში