Aa Aa
11 ივნისი 2021  |  14:40

„მადლობა ყველაფრისთვის" - ოთარ კაკაბაძე ტენერიფეს დაემშვიდობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მცველი, ოთარ კაკაბაძე „ტენერიფეს"  2020 წლის სექტემბერში, შვეიცარიული „ლუცერნიდან" შეუერთდა. ამ დროში მან ლა ლიგა 2-ის 16 და თასის 3 შეხვედრა ჩაატარა.

ფეხბურთელსა და  „ტენერიფეს" შორის კონტრაქტი ამოიწურა და შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მცველმა გუნდი დატოვა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა და ყოფილ კლუბს მადლობა გადაუხადა.

ოთარ კაკაბაძე „ტენერიფეს" დაემშვიდობა

„ტენერიფეში ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. სპორტული კუთხით ეს ძალიან რთული წელი გამოვიდა და  ფეხბურთისგან ის განცდები ვეღარ მივიღე, რომელიც ასეთ სიამოვნებას მგვრიდა.

ამ გუნდში მომუშავე დიდებული პროფესიონალები ყოველთვის ჩემს გულში დარჩებიან.

მინდა, მადლობა ვუთხრა ტენერიფეს გულშემატკივარს, თანაგუნდელებს და აქ მომუშავე თითოეულ ადამიანს.

მადლობა ყველაფრისთვის".

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში