გიორგი ლორია: „გამორიცხული არ არის ლიოვმა კარი გაიჯახუნოს და ისე წავიდეს
Aa
Aa

გიორგი ლორია: „გამორიცხული არ არის ლიოვმა კარი გაიჯახუნოს და ისე წავიდეს"

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი, ევროპის ჩემპიონატი, გასულ წლის, 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო მიმდინარე, 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. საინტერესოა, რომ ევროპის ჩემპიონატი სახელს არ იცვლის და ორგანიზებული კვლავ ევრო 2020-ის სახელით იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია თვლის, რომ ევრო 2020-ის ფავორიტი გერმანია იქნება. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმის, ფავორტად სხვა ნაკრებები მიიჩნევიან, „გერმანული მანქანის" ჩამოწერა არ შეიძლება.

 „ფავორიტებად სხვა ნაკრებები დასახელდნენ,  გერმანიის სახელი ნაკლებად გვხვდება, თუმცა ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი სწორედ გერმანია იქნება. გერმანიისკენ ვიხრები, რადგან ეს ნაკრები ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. გამორიცხული არ არის ლიოვმა კარი გაიჯახუნოს და ისე წავიდეს, ეს ხომ მისთვის ბოლო ტურნირია. 

პორტუგალია და რონალდუც უნდა ვახსენოთ. შესაძლოა, კრიშტიანუმ ისეთი მომენტი შექმნას, მთელი თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს, უნიკალური ფეხბურთელია“.

ევროპის ჩემპიონატი სტარტს დღეს, საღამოს აიღებს. გახსნითი მატჩი თურქეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის შედგება და თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები