რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ახლა ისეთივე მოტივირებული ვარ, როგორც ევრო 2004-ზე"

კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის წინ თავისი მოსაზრება დააფიქსირა. კრიშტიანუ ამბობს, რომ ისეთივე მოტივირებულია როგორც თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე იყო.

„ჩვენ ყველა გუნდს პატივს ვცემთ. მარტივი მატჩები არ იქნება.

თავს ისე ვგრძნობ, რომ თითქოს ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვარ. ახლა ისეთივე მოტივირებული ვარ, როგორც 2004 წელს. ალბათ კიდევ უფრო ძლიერი.

ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და თასის პრეტენდენტები კიდევ ერთხელ ვართ. ტრიუმფის დაპირებას და პროგნოზების გაკეთებას აზრი არ აქვს. მე შემიძლია მხოლოდ პირობა დავდო, რომ ჩვენ ყველა მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ”, - თქვა რონალდუმ ჟურნალ 360-თან ინტერვიუში.

კრიშტიანუ 1 გოლის გატანის შემთხვევაში მიშელ პლატინის (9-9 გოლი) გადაასწრებს და ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირი გახდება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები თავის პირველ მატჩს 15 ივნისს (20:00) უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.

მაღალი ხელფასის გამო რონალდუს დამატება არავის სურს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ამ მომენტისთვის ევროპაში არცერთი კლუბი არ არის მზად, რომ რონალდუს წლიურად 30 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კრიშტიანუს ერთადერთი გზა რჩება - შეიმციროს ხელფასი. ასეთ შემთხვევაში მისი „იუვენტუსში“ დარჩენა რეალური იქნება და სურვილის შემთხვევაში მისი გაფორმება სხვა კლუბებსაც შეეძლებათ.

რონალდუსთვის პრობლემა ასაკია. პორტუგალიელი 36 წლის გახდა და ნელ-ნელა მცირდება იმ კლუბების რიცხვი, რომლებიც მისთვის მაღალი ხელფასის გადახდას მოისურვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები