Aa Aa
10 ივნისი 2021  |  20:02

დამაჯერებელი გამარჯვება - ლოკომოტივმა სამგურალი დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. მატჩი „რკინიგზელთა“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ანგარიში მე-7 წუთზე სიხარულიძემ გახსნა, რასაც კუხიანიძემ 12 წუთში პენალტით უპასუხა. საჯარიმოში გურამ კაშია ხელით თამაშის გამო დაჯარიმდა.

პირველ ტაიმში სტუმრები აქტიურობას აგრძელებდნენ და 26-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარზე შექმნილი არეულობის შედეგად გავაშელიშვილმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველი ნახევარი ამ შედეგით დასრულდა. უკანასკნელი ბურთი კი 87-ე წუთზე შონიამ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

სოსო ფრუიძის კომენტარი

გიორგი დეკანოსიძის კომენტარი

მამია გავაშელიშვილის კომენტარი

ამ გამარჯვების შემდეგ „ლოკომოტივი“ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აღზევდა. „რკინიგზელებს“ და „საბურთალოს“ 27-27 ქულა აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო მესამე პოზიციაზე ჭიაბრიშვილის გუნდია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში