Aa Aa
10 ივნისი 2021  |  14:37

2026 წლამდე - მანჩესტერმა ჯეიდონ სანჩოსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჯეიდონ სანჩოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

რომანოს ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ სანჩოს ხელშეკრულებას 2026 წლამდე გაუფორმებენ და ინგლისელი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლის წინააღმდეგ არაა. სანჩოს დაყოლიების შემდეგ, „მანჩესტერმა" „დორტმუნდთან" მოლაპარაკებები დაიწყო და BILD-ს თუ დავუჯერებთ, გერმანელებს 70 მილიონი ევროს ოდენობის საწყისი შეთავაზებაც გაუკეთა.

როგორც ირკვევა, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული ჯერ არაა და „შავ-ყვითლები“ ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 90-95 მილიონ ევროს ითხოვენ. იტალიელი ჟურნალისტის მიხედვით, „ოლდ ტრაფორდზე“ თვლიან, რომ ისინი სანჩოს ტრანსფერთან ერთი ნაბიჯით ახლოს არიან.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, გერმანულმა პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და სანჩოს ფასი 100 მილიონი ევროა. 21 წლის სანჩომ გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში