Aa Aa
10 ივნისი 2021  |  12:33

როგორ დაბლოკა ნეიმარმა მბაპეს რეალში ტრანსფერი

ნეიმარისა და მბაპეს პსჟ-დან მოსალოდნელი წასვლა ყოველი სეზონის ბოლოს აქტუალური ხდება და პრესა ამ თემაზე ხშირად წერს. ასე იყო ამჯერადაც, თუმცა პარიზელებმა კიდევ ერთხელ შეძლეს და თავიანთი ლიდერები შეინარჩუნეს.

ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გაახანგრძლივა და როგორც დღეს ესპანურმა AS-მა დაწერა, ბრაზილიელმა კლუბს კონტრაქტზე ხელის მოწერამდე ულტიმატუმი წაუყენა - თუ, მბაპეს დარჩენის გარანტიას არ მისცემდნენ შეთანხმება ვერ შედგებოდა.

წყაროს ცნობით, ნეიმარს გუნდში ერთადერთ ლიდერად დარჩენა არ სურდა.

„გულწრფელი ვიქნები. კილიან მბაპე თამაშს აქ გააგრძელებს. ჩვენ მას არასდროს გავყიდით და კილიანი არასდროს დატოვებს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით. ეს შეუძლებელია.!“ - ეს სიტყვები პარიზელთა მფლობელს ნასერ ალ ხელაიფის ეკუთვნის.

„მე მინდა გავიმარჯვო და ვგრძნობ, რომ კლუბსაც იგივე სურს. მინდა, რომ შეიქმნას სოლიდური პროექტი ჩემს ირგვლივ“, - ამბობს მბაპე, რომელმაც ბოლო დროს საუბარი სულ სხვაგვარად დაიწყო. გასულ თვეში ფრანგმა რამდენიმე ორაზროვანი კომენტარი გააკეთა, რაც ესპანური პრესისთვის საკმარისი აღმოჩნდა და იმწამსვე დაწერეს, რომ კილიანი „რეალში“ გადადიოდა და ამის დიდი შანსიც არსებობდა, თუმცა, თუ პსჟ ამას დაუშვებდა, კლუბი პარალელურად ნეიმარსაც დაკარგავდა.

ამრიგად, აშკარა ხდება, რომ „რეალი“ მბაპეს ამ ზაფხულსაც ვერ შეიძენს. ფლორენტინო პერესს კიდევ მინიმუმ 1 წლით მოცდა მოუწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში