„მწერდნენ, რომ სამშობლო გავყიდე“ - ჯიქია საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის არჩევანზე
Aa
Aa

„მწერდნენ, რომ სამშობლო გავყიდე“ - ჯიქია საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის არჩევანზე

მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელმა, გიორგი ჯიქიამ გაიხსენა პერიოდი, როცა რუსეთის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეაფასეს საქართველოში მისი არჩევანი.

„საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მიწვევდნენ. იქ 2016 წელს ჩავედი და ამ თემაზე ფედერაციას ვესაუბრე. მითხრეს, რომ გუნდს ვჭირდებოდი და სურდათ, პრეზიდენტის ბრძანებით ჩემთვის პასპორტი დაჩქარებულად გაეკეთებინათ. ვიღაცას ჰგონია, რომ ბინები, ფული და კიდევ სხვა რაღაცები შემომთავაზეს, მაგრამ ასე არ ყოფილა. წმინდა სპორტული საკითხი იყო.

საქართველოში ამ თემაზე ბევრს წერდნენ და სხვადასხვა რამ იწერებოდა. იყვნენ ისინი, ვინც მხარს მიჭერდნენ და ისინიც, ვინც მაკრიტიკებდნენ. მახსოვს, ბიჭები საქართველოდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ: „ჯიქა, რაც არ უნდა იყოს, ძალიან სასიამოვნოა, რომ შენს პროფესიონალურ კარიერაში ასეთ წარმატებას მიაღწიე. ეს იმ ქვეყნის ნაკრებია, სადაც 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და შენ, ქართველი მათ ეროვნულ გუნდში ირბენ“.

სიძულვილიც იყო. ზოგიერთები მწერდნენ: „სამშობლო გაყიდე და ფული აირჩიე“. მათ ყურადღება რუსეთის პრემიერ ლიგაში არსებულ ლიმიტზე გაამახვილეს და ამბობდნენ, რომ ასე ამის გამო მოვიქეცი. ამ ყველაფერს მშვიდად ვხვდები და ჩემი არჩევანი მშობლებმაც მიიღეს“.

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონში ჯიქიამ „სპარტაკის“ მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები