რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ცონგა წავიდა
ცონგა წავიდა
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
იოლი გამარჯვება - დინამომ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა
Aa Aa
25 მაისი 2021  |  18:35

იოლი გამარჯვება - დინამომ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა

სუპერლიგის მესამე ადგილის მფლობელი საკალათბურთო კლუბი “დინამო თბილისი” გახდა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, პლეი ოფში წარმატებულად იასპარეზა და საბოლოოდ საპრიზო სამეულში მოხვდა. დინამოელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი “კაკტუსი” 95:85 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონნენ. 

კაკტუსს ამ მატჩში ერთ-ერთი ლიდერი – ეი ჯეი სამბრი აკლდა და ჟღენტის გუნდი ერთადერთი ლეგიონერის ამარა თამაშობდა. სამაი ჰაინს-ჯონსი საკმაოდ კარგი კალათბურთელია, მაგრამ სამბრის არყოფნით კაკტუსელებს ფარქვეშ ძალიან გაუჭირდათ. ამას ისიც დაერთო, რომ დინამოელთა ლიდერი, ლუკა ბულაშვილი საკმაოდ შედეგიანად ათამაშდა და შეხვედრა დაძაბული არ გამოდგა. დინამომ პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგო, მეორეში 6-ით იმარჯვა, ხოლო მესამე ათწუთეულში მეტოქეს 25:18 აჯობა. 

დინამოელთა უპირატესობამ მეოთხე პერიოდში 21 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც მატჩის ბედი გაირკვა და შეხვედრის ბოლო წუთები ფორმალობად იქცა. დინამოს 28 ქულით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. 22 ქულა და 9 მოხსნა ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზეა. მაიკლ ედვარდსმა შეხვედრა 17 ქულით, 14 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. კაკტუსში 25 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პასით სანდრო სანაძე გამოირჩა. 21 ქულა და 6 მოხსნა ლევან მასხულიამ, ხოლო 17 ქულა სამაი ჰაინს-ჯონსმა მიითვალა. 

თამაშის დასრულების შემდეგ დინამოს მოთამაშეებს და გუნდის წარმომადგენლებს ბრინჯაოს მედლები და შესაბამისი დიპლომი გადაეცათ. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა. 

ლუკა ბულაშვილი - "დინამოს" კალათბურთელი

სუპერლიგაში დარჩენილია ჩემპიონისა და შესაბამისად, ვერცხლის მედლების მფლობელი გუნდის გამოვლენა. ფინალური სერია 3 მოგებამდეა, “რუსთავი” “ცხუმ-აფხაზეთს” 2:0 უგებს და სერიის მესამე მატჩი 27 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო