Aa
Aa

"მათი ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება" - ქვილითაია კვიპროსულ გუნდს დაემშვიდობა

ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსისი“ დატოვა.

ფეხბურთელს იჯარის წესი დაუმთავრდა და ქვილითაი ბელგიურ „გენტში“ დაბრუნდება.

ქართველმა თავდამსხმელმა სოციაულურ ქსელში განცხადება გაავრცელა,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

ბედნიერი და გახარებული ვარ რომ სეზონი ტიტულით დავამთავრეთ! მთელი წლის მანძილზე იყო ბევრი წარმატება, წარუმატებლობა, მაგრამ როდესაც წელს ტიტულით ამთავრებ ბედნიერებაა! მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმ ემოციებისვის რაც ფინალის წინ მივიღეთ, რამაც ძალიან დიდი მუხტი მოგვცა და მოგვცა ძალა თასი ლარნაკაში ჩამოგვეტანა! მადლობა ანორთოსისის თითოეულ წევრს იმისთვის, რომ გუნდის ოჯახის წევრად მიმიღეს, რამაც ადაპტაცია ძალიან გამიმარტივა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, მათგან ყოველთვის 100% ნდობა მქონდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო!განსაკუთრებული მადლობა კვიპროსელ გულშემატკივარს. მათი ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება.“- განაცხადა ქვილითაიამ

შეგახსენებთ,რომ გიორგიმ კვიპროსულ გუნდთან ერთად ქვეყნის თასი მოიპოვა და ფინალურ შეხვედრაში საჩემპიონო გოლი გაიტანა.

გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები