„რიბერის ახალგაზრდობას მახსენებს
Aa
Aa

„რიბერის ახალგაზრდობას მახსენებს"- სანიოლი ხვიჩას შესახებ

საქართველო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, Crystalsport-თან ექსკლუზიურად არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო ტრანსფერზეც. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ხოლო მისი სათამაშო სტილი ფრანკ რიბერის ახალგაზრდობას ახსენებს.

რა თქვა სანიოლმა?

„ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მას დიდი მომავალი აქვს. სხვათაშორის, თამაშის ერთნაირი, ვერტიკალური სტილით ფრანკ რიბერის ახალგაზრდობას მახსენებს. კვარაცხელია ჯერ ძალიან ახალაზრდაა და აუცილებლად უნდა მოუმატოს, უკეთესად გამოიყენოს ბურთი და სხვა ფეხბურთელებთან კომბინაციები სცადოს.  რაც არ უნდა კარგად თამაშობდე ერთი-ერთზე, კომბინაციები მნიშვნელოვანია. დარწმუნებულ ვარ, სათამაშო სტილს კიდევ გააუმჯობესებს.

ვისურვებდი, რომ მან სამომავლოდ სწორი არჩევანი გააკეთოს, თუმცა ეს მისი კარიერაა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. მას  მეტი სათამაშო დრო სჭირდება და თუ რუბინს დატოვებს, იმედი მაქვს, ისეთ კლუბში გადავა, სადაც თამაში რეგულარულად შეეძლება. ის ჯერ 20 წლისაა და განვითარებისთვის ბევრი სათამაშო დრო სჭირდება".

ხვიჩა და ივნისის სანაკრებო მატჩები:

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მცირე ტრავმის შემდეგ განააცხადშია ხვიჩა კვარაცხელიაც.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო, ნაკრებს კაპიტანი, ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. 

ამხანაგური მატჩების განრიგი:

2 ივნისი | 22:45
რუმინეთი v საქართველო

6 ივნისი | 20:00
ნიდერლანდები v საქართველო.

2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს, 6 ივნისს კი ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში, ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან. 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები