Aa Aa
13 მაისი 2021  |  19:14

ახალი კონტრაქტი დამაკმაყოფილებელი არ არის - მესის მამამ იუარა

ლეო მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები ამ საკითხზე ძალიან ნერვიულობენ. სეზონის დასაწყისში ლეოს კლუბის დატოვება სურდა.

სპორტულ პრესაში ვარაუდობენ, რომ ლაპორტას მოსვლის შემდეგ არგენტინელი სუპერვარსკვლავი აზრს შეიცვლის და ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

სპორტული გამოცემა Sin concesiones იუწყება, რომ „ბლაუგრანამ“ ლიონელის მამას ხორხე მესის, რომელიც „ლა პულგას“ აგენტი გახლავთ ახალი შეთავაზება გაუკეთა, რომელიც ხორხეს არ მოეწონა და უარი განაცხადა.

წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ ახალ შეთავაზებას გააკეთებს და მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდება. ეს ინფორმაცია კი გარკვეულწილად ბარსას ქომაგებისთვის სასიამოვნოა, რადგან თუ ლეო კონტრაქტის პირობებით ინტერესდება, აქედან გამომდინარე გუნდის დატოვება ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს.

„ბარსელონა“ და ლა ლიგა

კატალონიურმა გრანდმა უკანასკნელ 3 ტურში მხოლოდ 2 ქულა აიღო და ლა ლიგის მოგების შანსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ამ მომენტისთვის რონალდ კუმანის გუნდს 36 ტურის შემდეგ 76 ქულა აქვს და ლიდერ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მადრიდის „რეალს“ 75 ქულა და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტური დარჩა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში